მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

“მწვანე კვირეული”, ბერლინი

„ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“, რომელიც გაიმართა ამა წლის 17- 27 იანვარს ქ.ბერლინში.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენაში მსოფლიოს 123 ქვეყანა მონაწილეობდა.საქართველოდან ღვინის მწარმოებელი კომპანიები - "ტიბანელი", "შატო მუხრანი", "მილდაანი", "ბადაგონი" და "დურუჯი". საქართველოს სტენდზე სტუმრებს უმასპინძლა სოფლის მურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, მათ შორის გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იურგენ ბიაფელდს. სტუმრებმა ქართული პროდუქცია დაათვალიერეს და ქართული ღვინოც დააგემოვნეს.

„ელკანამ“ გამოფენაზე წარადგინა ორგანიზაციის წევრი ფერმერების პროდუქცია: ღვინო (რამდენიმე სახეობა), შავი და მწვანე ჩაი, უცხო სუნელი, აჯიკა და სხვ. მათ შორის იყო ბიოსერტიფიცირებული პროდუქტებიც.