6 სექტემბერს, ოქსფამმა ევროკავშირის ექსერტებთან, პარლამენტის წევრებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან ერთად კახეთის რეგიონში, გამართა შეხვედრა მცირე ფერმერებს შორის . ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა მეფუტკრეობაზე და მეცხვარეობაზე მომუშავე ფერმერებსა და კოოპერატივებს.
მისასალმებელ სიტყვაში ქალბატონმა ქეთი გეთიაშვილმა სამუშაო ჯგუფს გააცნო სამუშაო მონახაზი „ ფერმერთა ჯგუფები და გაერთიანებები“ და ასევე აღნიშნა, რომ ოქსფამი 5 წელზე მეტია მუშაობს სამეგრელოსა და ზემო აჭარის რეგიონების ფერმერების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე.
საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსმა, ბ-მა ივერი ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კოოპერატივების განვითარება აქამდე არ სარგებლობდა დიდი წარმატებით, რადგან კანონმდებლობა არ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს მისი განვითარებისათვის.
ბ-მა მატი ლამპმა ( ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მოწვეული ექსპერტი) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა კანონპროექტის ძირითადი დებულებები და სიახლეები.