ისტორია და მისია

„ელკანას“ მისია

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანაფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

ასოციაციის სამოქმედო პრინციპებია: ქვეყნის ტრადიციებს მისადაგებული თანამედროვე აზროვნება; სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართვა ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში; ზნეობრიობა; თანამონაწილეობა სწავლასა და ქმედებაში; გარემოსდაცვითი ეთიკა და პროფესიონალიზმი.

 

1994

დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანა

 

1996

ელკანაორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია

ელკანამმუშაობა დაიწყო აგრარული მრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზე

 

2004

სამცხე-ჯავახეთში, ახალიციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მოეწყო ასოციაციაელკანასსაცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთიმარცვლეულის კიდობანი


2005

ელკანასძალისხმევით დაფუძნდა ბიოსერტიფიცირების ორგანო - შპსკავკასსერტი

 

2006

ელკანამმუშაობა დაიწყო სოფლად ტურიზმის განვითარების საკითხებზე

 

2007

ელკანამდანერგა ხარისხის მართვის სისტემა სამრჩევლო მომსახურებისა და ტრენინგცენტრის საქმიანობის სფეროებში

 

2011

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში შეიქმნა შინაური ცხოველების საკონსერვაციო ფერმა

 

2014

პირველ იანვარს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება ბიოწარმოების შესახებ