მისია და ისტორია
ელკანას მისია

მისია 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც 1994 წლის ოქტომბერში დაარსდა. 

 

„ელკანას“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას აგროეკოლოგიის, სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის აქტივობის გაზრდის გზით.
 

 

ასოციაციის სამოქმედო პრინციპებია: 

  • ქვეყნის ტრადიციებს მისადაგებული თანამედროვე აზროვნება;
  • სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართვა ქვეყნისა და თემის განვითარებაში;
  • ეთიკურობა;
  • თანამონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სწავლასა და ქმედებაში; 
  • გარემოსდაცვითი ეთიკა, ცხოველთა კეთილდღეობისა და ეკოლოგიის პრინციპების პატივისცემა;
  • პროფესიონალიზმი;
  • საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულება;
  • დისკრიმინაციის აკრძალვა. 

 

„ელკანას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • კონსულტაციები და ტრენინგები აგროეკოლოგიისა და ბიოწარმოების დარგში;
  • აგროეკოლოგიური სკოლა და თანამონაწილეობითი სადემონსტრაციო მოდელები;
  • აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება;
  • ხარისხის შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა მწარმოებელთა ჯგუფებში (ბიოწარმოება, აგროეკოლოგია, გეოგრაფიული აღნიშვნები, სამართლიანი ვაჭრობა);
  • ბიოფერმერების და ფერმერთა ჯგუფების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა და გასაღების მოკლე ჯაჭვების განვითარება;
  • ხარისხის ნიშნის მქონე პროდუქტების განვითარება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე;
  • თემის მობილიზება, სოფლის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის რისკების მართვა თანამონაწილეობითი მიდგომების გამოყენებით;
  • სოფლად ტურიზმის განვითარება, ტრადიციული პროდუქტების, ღვინის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობა;
  • საზოგადოების ცოდნის ამაღლება და ხელშემწყობი გარემოს ფორმირების მხარდაჭერა აგრეოკოლოგიის, ბიოწარმოების, აგრარული ბიომრავალფეროვნების, ფერმერთა უფლებების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და მდგრადი წარმოების მიმართულებით.

 

„ელკანა“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საქმიანობს. ორგანიზაციამ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, როგორებიც არიან ევროკავშირი (EU), Brot für die Welt, HEKS-EPER, DANIDA, ევროპის ფონდი, BP, WB, UNDP, GEF, SDC, FAO, ADA, IFAD, KfW, WWF, Agroecology Fund, Czech AID, Oxfam GB, Oxfam Netherlands, Cordaid და სხვ., 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოფლის ტურიზმის და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით. 

 

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სასურსათო სუვერენიტეტის, სასურსათო უსაფრთხოების, აგროეკოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ტრადიციული პროდუქტების პოპულარიზაციის თემაზე მომუშავე საერთაშორისო ქსელებთან, როგორიცაა Nyéléni, European Coordination La Via Campesina, European Coordination Let's Liberate Diversity, Bilim Alliance for Agroecology და სხვა.

 

დაარსება

დაფარვა:

საქმიანობის არეალი:

განხორციელებული პროექტები:

საერთაშორისო პარტნიორები:
1994 2000+ მეურნე/სასოფლო-სასოფლო-სამეურნეო საწარმო/სოფლის ტურიზმის ობიექტი საქართველოს ყველა რეგიონი 200+ 30+

 

 

განვითარების ისტორია

 

1994          

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დაფუძნება:

  • ბიომეურნეობის იდეის შემოტანა საქართველოში
  • პირველი პროფესიული ბიოსამრჩევლო სამსახურის დაარსება
     
      1995
     
  • სოფლის განვითარების პროგრამის დაწყება
1996      
  • აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამის დაწყება
  • კამპანია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) წინააღმდეგ და საქართველოში გმო რეგულირებისა და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის დაწყება
  • ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრობა
     
      1998
     
  • ფერმერთა მცირე საკრედიტო ინსტრუმენტის – ეკოლოგიურ მეურნეობათა დახმარების ფონდი „ზიარის“ შექმნა
1999      
  • ბიომრაკეტინგის სამსახურის შექმნა და ბიობაზრის განვითარებაზე მუშაობის დაწყება
     
      2000
     
  • თანამშრომლობის დაწყება მცირე ფერმერთა საერთაშორისო ქსელებთან
  • სომხეთისა და აზერბაიჯანის ფერმერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყება
2002      
  • საქართველოში ბიოწარმოების რეგულირებისა და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის დაწყება
     
      2003
     
  • მცირე ბიზნესის მხადამჭერი პროგრამის დაწყება
2004      
  • საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობნის“ დაარსება
     
      2005
     
  • სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბიოსერტიფიცირების სისტემის შექმნის ხელშეწყობის პროგრამის დაწყება
  • ადგილობრივი ბიოსერტიფიცირების ორგანოს -  „კავკასსერტის“ დაფუძნების ხელშეწყობა
  • შპს „ბეღელის“ დაფუძნება
  • აგრარული ბიომრავალფეროვნების საკითხის შეტანა „საქართველოს ბიომრავალფეროვნების პირველ ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“
  • მუშაობის დაწყება ადგილობრივი ჯიშებისა და ტრადიციული კერძების შესწავლა-პოპულარიზაციაზე
2006      
  • საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითარების ინიცირება
  • „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება საქართველოს პარლამეტის მიერ
     
      2007
     
  • ტრენინგ-ცენტრის დაარსება
  • ბიომეურნეობის შემსწავლელი საერთაშორისო ტრენინგები სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, უკრაინის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა უზბეკეთის ფერმერული და გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის
  • ქვევრის ღვინის წარმოების განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობის დაწყება
2008      
  • ხარისხის შიდა სისტემის დანერგვა და ISO:9001 სერტიფიცრება (სამრჩევლო მომსახურება და ტრენინგ-ცენტრი)
  • სოფლის ტურიზმის პირველი ქართული სტანდარტის შემუშავება
  • რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული სოფლების მხარდაჭერა
     
      2009
     

 

  • საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სექტორის განვითარება ცენტრალურ/აღმოსაველთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“
2010      
  • პირველი „პურის ფესტივალი“ ახალციხეში
     
      2011
     
  • ზემო ხოდაშენის შინაურ ცხოველთა საკუნსერვაციო მეურნეობის შექმნა
2012      
  • აგრარული ბიომრავაფეროვნების საკითხის შეტანა „საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“
     
      2013
     
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში
2014      
  • ფერმერთა ჯგუფებში შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა 
     
      2016
     
  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუშაობის დაწყება
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრობა
2017      
  • მუშაობის დაწყება გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების ხელშეწყობაზე
     
      2019
     
  • „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშნის მინიჭების სისტემის დანერგვა
2024      
  • PACDR-ის მეთოდოლოგიის დანერგვა (კლიმატური და კატასტროფული რისკების მონაწილეობითი შეფასება) 
  • პროფესიული მომზადება/გადამზადების სფეროში სახელმწიფო აკრედიტაციის მიღება
     
      2026
     
  • თელავის საცხენოსნო ცენტრის დაარსება