2012 წლის 26 აპრილს ასოციაცია „ელკანამ“ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ სამხრეთ კავკასიაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს „სამცხე–ჯავახეთის გზამკვლევი“ და რეგიონის რუკა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის, საქართველოს უძველესი მხარის, ტურისტულ პოტენციალს და საჭირო სამოგზაურო ინფორმაციას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის სააგენტოების წარმომადგენლები. ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების თანამშრომლები, ტურისტული სააგენტოებისა და კომერციული ორგანიზაციების, მასმედიისა და პრესის წარმომადგენლები.