მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საველე-პრაქტიკული ტრენინგი „ხეხილოვანი კულტურების სხვლა-ფორმირება“

2022 წლის 1 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე „მარცვლეულის კიდობანი“ ჩატარდა საველე-პრაქტიკული ტრენინგი „ხეხილოვანი კულტურების სხვლა-ფორმირება“, რომელსაც უძღვებოდა „ელკანას“ მეხილე-ექსპერტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა. ტრენინგს დაესწრნენ ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარის“ სტუდენტები და პედაგოგები, ასევე „ელკანას“ წევრი ფერმერები. ტრენინგის პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. მონაწილეებმა მიიღეს კომპეტენტური რჩევები მათთვის საინტერესეო საკითხებთან დაკავშირებით.