მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მეცხოველეობის ახალი გზამკვლევი სადაზღვევო კომპანიებისათვის

ასოციაცია „ელკანამ“ „ოქსფამ დიდი ბრიტანეთის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - “კრედიტებთან და დაზღვევასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მცირე ფერმერებისა და ფერმერული ორგანიზაციებისათვის“.


 

პროექტის მიზანი იყო მცირე მეცხოველე ფერმერების დაზღვევისა და დაკრედიტების მოდელის შემუშავება და გამოცდა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.


მეცხოველე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პაკეტის შემუშავებასა და გამოცდაზე პროექტმა იმუშავა სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგთან“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალიან ჯგუფის“ წალკის ფილიალთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნუკრიანის სათემო კავშირთან“ ერთად.


 

პროექტის ფარგლებში სამიზნე ფერმერებისათვის ჩატარდა სემინარები: ”რისკების შემცირება და ფერმის მართვის გაუმჯობესება მეცხოველეობის მცირე მეურნეობებში” და მოეწყო შეხვედრები და დისკუსია სადაზღვევო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერინარების მონაწილეობით.


 

პროექტის ფარგლებში, მცირე მეცხოველეობის დაზღვევის წახალისების მიზნით, ასევე მომზადდა ელექტრონული გზამკვლევი - „რა უნდა მივიღოთ მხედველობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევისას?“