მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე

მსოფლიო სურსათის დღესა და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს წელს მესტიაში ერთობლივად, განსხვავებული ღონისძიებებით აღვნიშნავთ.

კვირას, 16 ოქტომბერს, 14:00-დან მესტიაში აგრარული ბაზარი და პურისა და ხორბლის გამოფენა გაიმართება.

დამთვალიერებლებისა და მყიდველებისთვის ფერმერები აგრობაზარზე წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტს, მათ შორის, რძის პროდუქტებს, თაფლს, ღვინოს, ჩურჩხელას, ჩირსქართული ხორბლის უძველეს ჯიშებს და პარკოსნებისგან დამზადებულ ტრადიციულ კერძებსა თუ ნიშურ აგრარულ ნაწარმს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

გაიმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასებიც.

პურისა და ხორბლის გამოფენა ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით მოეწყობა.

ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები მეორე დღეს, 17 ოქტომბერს დისკუსიითა და ვორქშოფით გაგრძელდება. მეწარმე ქალებისმონაწილეობით ჩატარდება დისკუსია სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების გამოწვევების შესახებ, მოგვიანებით კი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის შესახებ გამართული ვორქშოფით დასრულდება.

ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მესტიის მუნიციპალიტეტი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ავსტრიის განვითარაების თანამშრომლობა (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). ღონისძიების პარტნიორია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა“.