მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოწვევა საკონსკურსო განაცხადზე

სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის!


ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აცხადებს კონკურსს სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის.

კონკურსი ცხადდება დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს უკვე არსებული, ინოვაციური, აგრო-ეკოლოგიური მეურნეობები და დაეხმაროს მათ გაფართოვება-განვითარებასა და სხვადასხვა აგროეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში, რეგიონის ფერმერებისათვის სამოდელო მეურნეობად ჩამოყალიბებაში.

კონკურსში გამარჯვებულ ფერმერებს, საშუალება ექნებათ მეურნეობის გაფართოვება-განვითარებისათვის მიიღონ გრანტი (მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარი), ასევე სურვილის შემთხვევაში, დამატებითი თანადაფინანსება კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის ფერმაზე წარმობის ხელშეწყობისათვის (თითეული მაქს. 5,000 ლარამდე).

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

სავალდებულო კრიტერიუმები

  • მცირე ან საშუალო შერეული ფერმერული მეურნეობა სამგრელოდან;

  • მეურნეობა სხვა პროდუქტებთან ერთად აწარმოებს თხილს;

  • მეურნეობა იმართება აგროეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით და იყენებს ერთ ან რამდენიმე ბიომეთოდს;

  • მეურნეობის ხელმძღვანელს აქვს აგროეკოლოგიური მეურნეობის განვითარების ნათელი ხედვა და ფლობს სათანადო უნარ-ჩვევებს ამ ხედვის პრაქტიკაში განსახორციელებლად;

  • მეურნეობის ხელმძღვანელი მზადაა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვა ფერმერებს (მათ შორის, საინფორმაციო დღეების გამართვის მეშვეობით) და აქვს ამისათვის საჭირო კომუნიკაციისა და სოციალური მედიის გამოყნების უნარები;

  • მეურნეობის ხელმძღვანელს აქვს ღიაობა ახალი უნარ-ჩვევების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით.

დამატებითი კრიტერიუმები/უპირატესობები

  • მეურნეობა არის ასოციაცია „კავკასნათის“ ან/და ასოციაცია „ელკანას“ წევრი;

  • მეურნეობას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა და/ან ქალი ფერმერი;

  • მეურნეობა დგას სერტიფიცირებაზე ან უკვე სერტიფიცირებულია, როგორც ბიო;

  • მეურნეობა წარმოადგენს საოჯახო მეურნეობას;

  • მეურნეობას ან მის ხელმძღვანელს აქვს სოციალურ მედიაში მეურნების წარმოების საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობის გამოცდილება და/ან არსებობს მის მიერ გამოყნებული მეთოდების სხვა ფერმერების მიერ რეპლიკაციის მაგალითები;

  • მეურნეობას აქვს პროდუქციის რეალიზაციის აწყობილი მარკეტინგული სისტემა;

  • მეურნეობაში ჰყავთ ფუტკარი და/ან ჰყავთ სხვა შინაური ცხოველები და ჩაკეტილი ციკლი სისტემაში.


 

რისი დაფინანსება არის შესაძლებელი განაცხადით?

ბიო, რეგენერაციული, პერმაკულტურული, ბიოდინამიური და/ან სხვა აგროეკოლოგიური პრაქტიკის გამოყენების დანერგვა/გაფართოვებისათვის, საჭირო ინვესტიცია - საშუალებების, ტექნიკის და/ან აღჭურვილობის შეძენა როგორიცაა, მაგალითად კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის წარმოება-გამოყენება, თესლბრუნვის, კულტურათა მონაცვლეობის და/ან პესტიციდური მოქმედების მქონე მცენარეების დარგვა/შეთესვა, ძველი ქართული ჯიშების აღდგენა-გამრავლების კომპონენტის შემოტანა, წვეთოვანი რწყვის და/ან სადრენაჟო სისტემების გამართვა/გათანამედროვება, ქარსაფარი ზოლის გაშენება, სარეველებისა და მავნებლებ-დაავადებების, ასევე ნიადაგის ნაყოფიერების მართვის სისტემების გაუმჯობესება, მეურნეობის ჩაკეტილი ციკლის შემნა და სხვ.


 

რა არ დაფინანსდება?

  • მიწასთან და უძრავი ქონების შეძენასთან/იჯარასთან დაკავშირებული ხარჯები;

  • კომუნალური გადასახადები;

  • ლიცენზიები და ნებართვები;

  • პესტიციდებისა და სასუქებისა და სახარჯი მასალის შეძენა;

  • ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად რეგისტრაციის საფასური;

  • შრომის ანაზღაურება;

  • შენობა-ნაგებობების მშენებლობა და შეღობვა;

  • ელ. ენერგიის შემოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

აპლიკანტის თანამონაწილეობა

 

 

 

  • აპლიკანტის თანამონაწილეობად ჩაითვლება მისი აგროეკოლგიური მეთოდებით მართული მეურნეობის გამოყენება და მეურნეობის საბრუნავი და ფიქსირებული ხარჯების დაფარვა;

  • კომპოსტის წარმოების შემთხვევაში - 30%-იანი თანამონაწილეობა ინვენტარის შეძენის კომპონენტში;

  • ვერმიკომპოსტის წარმოების შემთხვევაში - შესაბამისი ფართის მოწყობა.

 

კონკურსის ეტაპები

  1. საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა - ჩატარდება 2022 წლის 2 ნოემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #14), 14:00 საათზე

  2. ინტერესის განაცხადის წარდგენა (განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან) - 2022 წლის 18 ნოემბერამდე

  3. განაცხადების პირველადი გადარჩევა საგრანტო კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად - 2022 წლის 25 ნოემბრამდე

  4. პირველადი გადარჩევის შემდეგ შერჩეული აპლიკანტების მეურნეობების მონახულება, მათი გაცნობა და მეურნეობაში ბიოწარმოების პოტენციალის შეფასება სპეციალისტის მიერ - 2022 წლის 2 დეკემბრამდე;

  5. განაცხადების მეორადი გადარჩევა საგრანტო კომისიის სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე - 2022 წლის 9 დეკემბრამდე;

  6. მეორე ეტაპზე შერჩეული განმცხადებლების მიერ საქართველოს ზოგიერთი წარმატებული ეგროეკოლოგიური მეურნეობის მონახულება პროექტის ფარგლებში ორგანიზაბული გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში - თარიღი დაზუსტდება;

  7. მეორე ეტაპზე შერჩეული განმცხადებლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა პროექტის მოწვეულ სპეციალისტებთან - 2022 წლის 15 დეკემბრამდე;

  8. საბოლოო განაცხადების წარდგენა - 2022 წლის 25 დეკემბერი;

  9. განაცხადების საბოლოო გადარჩევა საგრანტო კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად - 2023 წლის 15 იანვარი (შეირჩევა ორი საუკეთესო განაცხადი);

  10. გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტების საბოლოო ჩასწორება და ხელშეკრულების გაფორმება - 2022 წლის 1 თებერვლამდე.


 

საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი

განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად შევსებული განაცხადები.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hazelnut@elkana.org.ge და greeningproject@elkana.org.ge, წერილის სათაურში (subject) მითითებული უნდა იყოსსაკონსკურსო განაცხადი მწვანე კომპონენტის ფარგლებში“.

 

განაცხადები მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი 2022, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას” ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #14)

პროექტის საკონტაქტო პირები:

ირაკლი ტაბაღუა - ტელ: 597 08 63 53 ელფოსტა: hazelnut@elkana.org.ge

იასონ შეროზია - ტელ: 591 90 22 55 ელფოსტა: greeningproject@elkana.org.ge