მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

პროფესიული გადამზადების კურსს - „თხილის გასხვლა-ფორმირებაში“

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

 

                სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასთან თანამშრომლობით, აცხადებს პროფესიული გადამზადების კურსს - თხილის გასხვლა-ფორმირებაში“. კურსის ამოცანაა, გადაამზადოს სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერული მიდგომების საფუძველზე შეძლებენ საველე პირობებში, თხილის ჯიშის, ნაკვეთისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეარჩიონ გასხვლა-ფორმირებას ოპტიმალური მეთოდი და მოახდინონ გასხვლა-ფორმირება.

 

                კურსი განკუთვნილია ფერმერების, პროფესიონალი მსხვლელებისა და სხვა დაინტერსებულ პირთათვის; შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • ასაკი - 18-50 წელი;
  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
  • უნარები - პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი, შრომისუნარიანობა;
  • მონაწილის ჯანმრთელობა უნდა იძლეოდეს ფიზიკურ სამუშაოს შესრულების საშუალებას.

 

კურსს გაუძღვება აგრონომი ლაშა ციგრიაშვილი

 

კურსი ჩატარდება 2023 წლის 16 იანვრიდან  22 თებერვლის პერიოდში, ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები გაიმართება სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობებში. კურსის ხანგრძლივობაა 13 სამუშაო დღე (1,5 თვის განმავლობაში, თითო სალექციო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი).

 

კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით გასაუბრების დანიშვნა.

 

 

მონაწილეების მსურველებმა 2023 წლის 8 იანვრამდე უნდა გამოგზავნონ ინტერესის გამოხატვის წერილი და სასურველია ასევე CV მისამართებზე: greeningproject@elkana.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 591 90 22 55 - იასონ შეროზია

                                                                                                  597 08 63 53 - ირაკლი ტაბაღუა