მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ვიზიტი „ელკანას“ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე „მარცვლეულის კიდობანი“

2022 წლის 22 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე „მარცვლეულის კიდობანი“ შედგა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების საველე-პრაქტიკული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც „ელკანას“ მეხილე-ექსპერტმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესომა ლალი გოგინავამ ჩაუტარა მათ ტრენინგი მეხილეობისა და მეკენკრეობის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს „მარცვლეულის კიდობანი“, სადაც ითესება და მრავლდება მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, გაშენებულია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, ასევე ჟოლოს ბაღი, ნახეს ვაშლის საძირეების დარგვის პროცესი. სტუდენტებმა მიიღეს კომპეტენტური რჩევები მათთვის საინტერესეო საკითხებთან დაკავშირებით.