მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი:"სასტუმრო სახლების სტანდარტი"

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციების თანამშრომელთათვის თემაზე: „ოჯახური სასტუმრო სახლების მომსახურების სტანდარტი და ინსპექცია“.

ტრენინგის მონაწილეებს „ელკანას“ თანამშრომელბმა გააცნეს საოჯახო სასტურო სახლების სტანდარტები, სოფლის ტურისტულ ქსელეთან დაცული ტერიტორიების თანამშრომლობის საერთაშორისო მაგალითები, საოჯახო სასტუმრო სახლების ინსპექციის პრაქტიკული მეთოდოლოგია.

ტრენინგების შედეგად, ჩატარდება დაცულ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლების აღწერა, შერჩეულ სახლებში ჩატარდება ინსპექცია. „ელკანას“ სტანდარტებით შერჩეული სახლები განთავსდება ელკანას სოფლის ტურიზმის ვებგვედრზე.www.ruraltourism.ge