მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სიახლეები

საერთაშორისო ცოდნის გაზიარება

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტის „თანამშრომლობა აგროსასურსათო ჯაჭვებში“ (COACH) ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ცოდნის გაზიარების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც გაიმართა პარიზში, საფრანგეთში, 2022 წლის 20, 21 სექტემბერს. შეხვედრაში მონაწილებდნენ პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის და პარტნიორების წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

შეხვედრის მიზანი იყო COACH პროექტში ჩართული მხარეებისათვის ერთმანეთის გაცნობის სივრცის შექმნა, მათ მიერ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება, პროექტის შემდგომი საქმიანობების დაგეგმვა.

ასოციაცია „ელკანამ“ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების აღდგენის, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციისა და ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელების პროგრამის განხორციელების გამოცდილება.

Elkana-Coach-IKE-GrainNetwork-Sept2022-for-web.pdf