მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სიახლეები

ტრენინგი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დარგში მეწარმეობის განვითარების შესახებ

 

22-25 ნოემბერს, დობრუჯას აგრარული და ბიზნესის სკოლის (DABS) მასპინძლობით, პროექტ „ტრანს-სასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“ /AGREEN/, ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ტრენინგი, რომლის სამუშაო თემად შეირჩამეწარმეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის (CSA) შავი ზღვის აუზში (BSB)“, ჩატარდა დობრიჩში (ბულგარეთი) და მასში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის - ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოსა და საბერძნეთის - სოფლის მეურნეობის სპეციალისტები (თითო ქვეყნიდან ესწრებოდა სულ ცოტა, სამი წარმომადგენელი) - ახალგაზრდა ფერმერები, სოფლის მეურნეობის პრაქტიკოსები, სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკით დაინტერესებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, აგრარულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ბიზნესმენები. რამდენიმე სპეციალისტი სომხეთიდან ტრენინგის მუშაობაში ონლაინ ვიდეო-კონფერენციის საშუალებით  მონაწილეობდა.

ტრენინგი ემსახურებოდა საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო კურსის - „მეწარმეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში“, წარდგენას და მისი ეფექტურობის შეფასებას; შავი ზღვის აუზში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მეწარმეთა წარმოჩენას, მათი პროფესიონალური უნარების, გამოცდილების, ცოდნის გაღრმავებასა და ურთიერთგაზიარებას; ასევე, ახალგაზრდა კადრების მომზადებას იმისთვის, რომ  მათ თავიანთ ქვეყნებში  შესაბამისი სასწავლო კურსის ორგანიზება და ჩატარება შეძლონ.

ტრენინგები შეიმუშავეს და დაგეგმეს პროექტის პარტნიორთაგან მოწვეულმა ექსპერტებმა. 6 სხვადასხვა სასწავლო მოდულისაგან შემდგარი ეს სამუშაო შეხვედრები სწავლების სხვადასხვა მიდგომას (აკადემიური, ონლაინ და/ან შერეული სწავლება) ერგება. სასწავლო კურსი პასუხობს მონაწილეთა საჭიროებებს და, ორგანული და/ან მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეთა და  ფერმერთა ხელშეწყობას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ღონისძიების ფარგლებში ტრენინგის შინაარსთან ერთად სწავლების ის ყველაზე ეფექტური მიდგომებიც იყო წარმოდგენილი, რომლებიც მოდულების ავტორებმა  ბენეფიციართა სპეციფიკისა და კურსის ჩატარების მეთოდოლოგიის მიხედვით შეარჩიეს. ტრენინგი ჩატარდა AGREEN-ის პარტნიორებისა და პრაქტიკოსთა ქსელის (COP) წევრების, როგორც მენტორების, მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე განიხილებოდა სასწავლო კურსის ძირითადი თემატიკა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, კლიმატისადმი მდგრადი აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვების შექმნა/შენარჩუნება, მდგრადი მეურნეობების მართვა; კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსების შესაძლო წყაროები და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგი. რადგან მონაწილეების მთავარი ამოცანა იყო AGREEN პლატფორმის დახმარებით, სასწავლო კურსის ჩატარების ნიუანსური შესწავლა, ტრენინგის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მონაწილეების ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარ ქვეყნებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სფეროში ტრენინგების ჩასატარებლად საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე მსჯელობას.

მეწარმეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზშიყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგკურსია. პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია შესაბამისი სახელმძღვანელო, ასევე, იგი AGREEN ინტერნეტ-პლატფორმაზეც არის წარმოდგენილი და ინტეგრირებული ღია საგანმანათლებლო რესურსების სახით. კურსის დასრულების შემდეგ კი, პარტნიორების მშობლიურ ბულგარულ, რუმინულ, თურქულ, ქართულ, სომხურ და ბერძნულ - ენებზე თარგმნილი მთელი ეს სატრენინგო მასალა, ელექტრონული სწავლების მოდულის ფარგლებშიფართოდ ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, ტრენინგზე მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პრაქტიკაში გამოეცადათ AGREEN-ის ინტერნეტ-პლატფორმა, რომელიც შავი ზღვის აუზის ორგანული და მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეების დასაკავშირებლად და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაა შექმნილი; კერძოდ, ისინი გაეცვნენ თუ ცოდნის მიღების რა შესაძლებლობები შეიძლება შესთავაზოს ამ პლატფორმამ შავი ზღვის აუზის ორგანული და მდგრადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებს.

ტრენინგი ორგანიზებული იყო AGREEN-ის კონსორციუმის მიერ. ტრენინგის მიზანი - საერთაშორისო ქსელური მუშაობის პოტენციალის გაზრდა ტრანსნაციონალური ცოდნის პოპულარიზებისათვის; ეს აუცილებელია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად და მაღალი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მისაღწევად. ტრენინგის შემდეგი ნაბიჯი კი მისი მონაწილეების მიერ საკუთარ ქვეყნებში სასწავლო კურსის ორგანიზება და ჩატარება იქნება

 

Joint Operational Programme Black Sea Basin 2014-2020 is co-financed by the European Union through the European Neighbourhood Instrument and by the participating countries: Armenia, Bulgaria, Georgia, Greece, Republic of Moldova, Romania, Turkey and Ukraine.

This publication was produced with the financial assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of Biological Farming Association Elkana and do not necessarily reflect the views of the European Union.