მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სასწავლო კურსი - ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშების ბიოწარმოება

პროექტი: "ორგანული სოფლის მეურნეობის სოფლის განვითარების და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში”

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ორგანული სოფლის მეურნეობის საკითხებზე და გთავაზობთ სასწავლო კურსს - „ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშების ბიოწარმოება“.

სასწავლო კურს წარუძთვება ელკანას დარგობრივი მრჩევლი - ნუკრი მემარნიშვილი

საწავლო კურსი ფასიანია, მისი ღირებულება შეადგენს 400 ლარს. ელკანას წევრებისთვის მოქმედებს 40% და 50%-იანი ფასდაკლება.  მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

თანხა ჩარიცხეთ მოცემულ ანგარიშზე: GE84TB7392636080100001,

მიმღები: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა!

დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

დეტალური დღისწესრიგი დღეების მიხედვით იხილეთ ქვემოთ:

დღისწესრიგი - “ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშების ბიოწარმოება”
ჩატარების ადგილი: ელკანას თბილისის ოფისი (თბილისი, გაზაფხულის ქ. 61)

სასწავლო კურსი მოიცავს 4 სალექციო დღეს, დღისწესრიგი თარიღების მიხედვით იხილეთ ქვევით

I დღე - 24.02.2023

თემა - კაცობრიობის მთავარი კულტურა

დრო

საკითხები

12:00-12:20

კურსის მონაწილეთა ურთიერთგაცნობა, კურსის პროგრამის გაცნობა

12:20-13:00

კულტურულ მცენარეთა წარმოშობა (ცენტრები, დივერგენცია, დომესტიკაცია)

13:00-13:30

ხორბლის წარმოშობა, ფილოგენეტიკა,

13:30-14:00

შესვენება

14:00-15:00

ხორბლის გენეტიკური ტაქსონომია, ხორბლის ტაქსონომიის სქემები

15:00-16:00

საქართველო, ხორბლის წარმოშობის უმთავრესი კერა

16:15

დღის შეჯამება, დისკუსია

 

I I ლექცია - 02.03.2023

თემა - ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების დახასიათება

დრო

საკითხები

12:00-12:15

მისალმება, გავლილი საკითხების მოკლე მიმოხილვა

12:15-13:15

ელკანას მარცვლეულის კიდობანი - აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშების გამრავლება, ფერმერულ მეურნეობებში გამრავლება და სამეურნეო ფუნქციის აღდგენა

13:15-13:45

შესვენება

13:45-15:00

ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების დახასიათება

15:00-15:30

ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების მარცვლეულის წარმოების გამოწვევები და პერსპექტივა

15:30-16:00

ინდუსტრიული სურსათი და ფარული შიმშილი, შენი საჭმელი უნდა იყოს შენი წამალი

16:00                                                                                                                

დღის შეჯამება, დისკუსია

 

I I I  დღე - 10.03.2023

თემა - ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აგროტექნოლოგია

დრო

საკითხები

12:00-12:15

მისალმება, გავლილი საკითხების მოკლე მიმოხილვა

12:15-13:00

საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბლების აგროტექნოლოგია

13:00-13:45

ცოცხალი ნიადაგი, მცენარის კვება, მცენარის სტრესი

13:30-14:00

შესვენება

14:00-14:30

ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, ბიოსასუქები, მათი დამზადება და გამოყენება

14:30-15:00

სიდერაცია, შემაღლებული კვალი, ქარსაფარი

15:00-15:40

მცენარეთა დაცვის მეთოდები და საშუალებები ორგანული ხორბლის წარმოებაში, სარეველა და  პარაზიტი მცენარეები

15:40-16:00

სახალისო ვიქტორინა

16:00

დღის შეჯამება, დისკუსია

 

IV დღე - 17.03.2023

თემა - პურის ცხობა

დრო

საკითხები

12:00-12:15

მისალმება

12:15-12:45

საქართველოში ხორბლის წარმოების 8,000 წლიანი ისტორია.

12:45-13:30

პურის ხაშის დამზადების, პურის ცხობის  პრინციპები და ეტაპები

13:30-14:00

შესვენება

14:00-16:00

პურის ხაშის და პურის დედოს მომზადება, პურის გამოცხობა

16:00

საუბრები ბუხართან პურის (ახალციხის წითელი დოლის, თავთუხის და დიკას),ყველის და ბიოღვინის დაგემოვნებით და სერტიფიკატების გადაცემით.