





2023 წლის 28-29 აპრილს, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, გუდვილის, „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ატარებს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას.
მობრძანდით და შეიძინეთ „ელკანას“ წევრების მიერ ორგანული და აგროეკოლოგიური მეთოდებით წარმოებული პროდუქცია.
გამოფენა გაყიდვა გაიმართება:
თბილისში, გუდვილის ფილიალის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისამართი: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი #1