მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მოწვევა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

მოწვევა  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბიოსასუქის  წარმოებით დაინტერესებულ ფერმერთათვის 

დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის - "ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში" პროექტის ფარგლებში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" აცხადებს მიკროგრანტების პროგრამას, რომლის მიზანია თხილის ბიოწარმოებაში ჩართულ ან/და თხილის ბიოწარმოებით დაინტერესებულ ფერმერთა თვითუზრუნველყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ორგანულ სასუქზე, მეურნეობის ნარჩენების ეფექტური უტილიზაციაზე, გარემოს დაცვაზე და შემოსავლების ალტერნატიული წყაროების შექმნაზე.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

კონკურსის აღწერა და პირობები ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან. განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმების შესაბამისად შევსებული განაცხადები.
საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე: hazelnut@elkana.org.ge და წერილის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს "განაცხადი ვერმიკომპოსტის/კომპოსტის საგრანტო კონკურსზე".

განაცხადები მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი 2023 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"ს ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #14).

დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ვერმიკომპოსტისა და კომპოსტის წარმოების სახელმძღვანელოებს.

პროექტის საკონტაქტო პირები:

ირაკლი ტაბაღუა - ტელ: 597 08 63 53
ელფოსტა: hazelnut@elkana.org.ge

k-onk-ursis-aghts-era-da-p-irobebi.pdf
ap-lik-atsiis-porma-2023.doc