მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სიახლეები

საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდელებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შავი ზღვის აუზში

2023 წლის 21-22 მარტს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტის - „ტრანსსასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში  (AGREEN)“ ფარგლებში ორგანიზებულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდელებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შავი ზღვის აუზში, რომელიც გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ დობრიჩში, AGREEN-ის პროექტის წამყვანი პარტნიორის - დობრუჯას აგრარული და ბიზნესის სკოლის ასოციაციის (DABS) ორგანიზებით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ AGREEN-ის პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის „ელკანას“, წარმოადგენლები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან.

კონფერენციაზე, ასოციაცია „ელკანას“ გუნდმა წარადგინა პრეზენტაცია AGREEN-ის პროექტის ფარგლებში საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანში“ განხორცილებულ სინტროპულ სოფლის მეურნეობისა და ბიო ხორბლის მოყვანის მოდელების შესახებ და მონაწილეებს გაუზიარა მოდელების განხორციელების შედეგები და დასკვნები, კონფერენციაზე გაკეთდა ასევე „ელკანას“ ორი საკონსერვაციო მეურნეობის - „მარცვლეულის კიდობანის“ (სოფ. წნისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი) და შინაურ ცოველთა ფერმის (სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპალიტეტი) პრეზენტაცია. „ელკანას“ გუნდთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა  ადგილობრივ ფერმერ ქალთა ჯგუფის  წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია აგრარული ბიომრავალფეროვნების და სოფლის განვითარებაში მისი როლის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერ ქალთა ჯგუფის საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე.

კონფერენციის ფარგლებში შედგა საველე ვიზიტები ურბანული მებოსტნეობის განმახორციელებელ სოციალურ საწარმოს მეურნეობაში და საოჯახო მეურნეობაში „თაფლის სახლი“.