2011 წლის ივლისის თვიდან, სამცხე-ჯავახეთში, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სავაჭრო დახლი, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების შეძენა. დახლი მომზადდა „ელკანას“ სოფლის ტურიზმის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით.