ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი ოპერაციული პროგრამის 2014-2020 დაფინანსებით ახორციელებს პროექტს - „ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის“. AGREEN-ის პროექტი ეფუძნება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციას, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შემსუბუქება, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღება და ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის.
პროექტი ხორციელდება დობრუჟას აგრარულ და ბიზნეს-სკოლასთან (ბულგარეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტთან (რუმინეთი), ტეკირდაგის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტთან (თურქეთი), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ (საქართველო), აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (სომხეთი) და აღმოსავლეთ თესალონიკის ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სააგენტოსთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 22-23 მარტს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ გუნდმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდელები და საუკეთესო პრაქტიკა“, რომელიც ბულგარეთის ქალაქ დობრუჯაში ჩატარდა. კონფერენციის დროს პროექტის „ელკანას“ თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები საქართველოში დანერგილი ორი მოდელისა (ქართული ხორბლისა და სინტროპიული სოფლის მეურნეობის) და სოფლად განვითარებაში ბიომრავალფეროვნების როლის შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში - პრიორიტეტი 1.2 „ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების გაზრდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციისთვის“. პროექტი გრძელდება 30 თვე - 01.06.2020-დან 30.11.2022-მდე /. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 799,279.60 ევრო / 3,014.930 ლარი.