ორგანიზატორი: საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაცია World March of Women (https://marchemondiale.org/) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ (https://www.elkana.org.ge/)
ტრენინგის თარიღი და ადგილი: 6-9 ივნისი, საქართველო, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი წნისი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ „მარცვლეულის კიდობანი“
ტრენინგის შინაარსი: 2022 წლის მაისში ფემინისტურმა ორგანიზაცია World March of Women-მა (WMW) თურქეთში, კაბადოკიაში მოაწყო ბალკანეთის ფემინისტური საორგანიზაციო სკოლა, რომელსაც ესწრებოდნენ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და აგრარულ სექტორში ჩართული ქალები საქართველოდან, სომხეთიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან. ეს იყო პირველი ნაბიჯი ფემინისტური ეკონომიკის თემის დასანერგად, რომელიც ეფუძნება სიცოცხლის მდგრადობასა და სასურსათო სუვერენიტეტს. ყველა მონაწილემ გაიზიარა ფემინისტური ეკონომიკის, როგორც ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის, ალტერნატივის აუცილებლობა და გამოხატა თავისი ვალდებულება რეგიონში ამ ორგანიზაციული პროცესის წარმატებისთვის. WMW მსგავსი ტრენინგის ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად გეგმავს.
ფემინისტური ეკონომიკის კოლექტიური გაგების გასაღრმავებლად და ფემინისტური აზროვნებისა და პრაქტიკის საერთაშორისო არტიკულაციის გასაუმჯობესებლად WMW ამჯერად ტრენინგს ჩაატარებს საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ „მარცვლეულის კიდობნის“ ტერიტორიაზე. ასოციაცია „ელკანა“ 1994 წლიდან მუშაობს ბიოწარმოების, აგროეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით და ენდემური ჯიშის ხორბლისა და მარცვლეული კულტურების კონსერვაციასა და მოსახლეობაში უსასყიდლოდ გავრცელებას უწყობს ხელს.
ფერმერ ქალებს თურქეთიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან, კენიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან, მაკედონიიდან, ირანიდან, ლიბანიდან და საქართველოდან შესაძლებლობა ეძლევათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი საქმიანობიდან მიღებული გამოცდილება და შეხედულებები სოფლის მეურნეობაში ქალთა როლის შესახებ. იმის გამო, რომ WMW-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ამჟამად გახსნილია თურქეთში, ანკარაში, თურქეთის აქტიური ქალთა კოოპერატივებიდან მოწვეული იქნება 15 ფერმერი მეწარმე ქალი. ტრენინგის ძირითადი თემა იქნება აგრეოკოლოგიისა და ფემინიზმის ურთიერთკავშირი და ქალთა როლი ფერმერულ მეურნეობებში.
ტრენინგის მიზანი: ინიციატივის მიზანია ერთიანობის დამყარება და ფემინისტური ალტერნატივების გარშემო ფემინისტური ორგანიზაციის საერთაშორისო არტიკულაციის გაძლიერება.