2011 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხეში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანამ” ჩაატარა ,,პურის ფესტივალი”. ღონისძიება გაიმართა სოფლის ტურიზმის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რეგიონში არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და აგროტურისტული მეურნეობების ქსელი, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტი და ტურისტული შეთავაზებები. ცალკე სტენდი დაეთმო ადგილობრივ ქართულ ხორბალსა და პურს.