მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სიახლეები

ტრანსასაზღვრო ალიანში შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის (AGREEN)

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანაშავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი ოპერაციული პროგრამის 2014-2020 დაფინანსებით ახორციელებს პროექტს -ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის“. AGREEN-ის პროექტი ეფუძნება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციას, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შემსუბუქება, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღება და ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის.

პროექტი ხორციელდება დობრუჟას აგრარულ და ბიზნეს-სკოლასთან (ბულგარეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტთან (რუმინეთი), ტეკირდაგის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტთან (თურქეთი), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანასთან“ (საქართველო), აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (სომხეთი) და აღმოსავლეთ თესალონიკის ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სააგენტოსთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.

2023 წლის 30 მაისს, ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისათვის (AGREEN) პროექტის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა. შეხვედრის დროს ელკანას გუნდმა მონაწილეებს პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები და მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დაწესებულებები, არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების 30-მა წარმომადგენელმა.

პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში - პრიორიტეტი 1.2  ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების გაზრდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციისთვის. პროექტი გრძელდება 30 თვე -  01.06.2020-დან 30.11.2022-მდე /. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 799,279.60 ევრო / 3,014.930 ლარი.

Joint Operational Programme Black Sea Basin 2014-2020 is co-financed by the European Union through the European Neighbourhood Instrument and by the participating countries: Armenia, Bulgaria, Georgia, Greece, Republic of Moldova, Romania, Turkey and Ukraine.

This publication was produced with the financial assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of Biological Farming Association Elkana and do not necessarily reflect the views of the European Union.