სიახლეები

“Agritravel” პოლონეთში
ქ. კიელცეში, 15-17 აპრილს (2011) პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა სოფლის ტურიზმისა და აგროტურიზმის მე-3 საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაზე მონაწილეობდა 141 ორგანიზაცია, მათ შორის იყვნენ უნგრეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ლიტვის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.


საქართველოს სტენდზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და “ელკანასთან” ერთად, წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”.
“ელკანამ“ დამთვალიერებლებს წარუდგინა საოჯახო სასტუმრო სახლები საქართველოს რეგიონებში, მათი ტურისტული შეთავაზებები და ტრადიციული პროდუქტი.