2024 წლის 25 ივლისს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ წნისში, ესტუმრნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველშო პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე. მათ დაათვალიერეს „მარცვლეულის კიდობანი“ და გაეცნენ „ელკანას“ საქმიანობას. ნახეს თესლეულის ბიბლიოთეკა, რომელიც „მარცვლეულის კიდობანში“ ორგანიზაცია „სემინკოვნას“ (ჩეხეთი) პროექტის „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ფარგლებში მოეწყო, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ჩეხეთის ოფისის მიერ ფინანსდება. საქართველოში აღნიშნულ პროექტში ასოციაცია „ელკანა“ 2023 წლის ნოემბრიდან ჩაერთო.