ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია„ელკანამ“ პროექტის - „კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება და ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში, 31 ივლისს, ჩაატარა ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურში „ელკანას“ წევრი ფერმერის - რობერტ ბალახაძის მეურნეობაში. ღონისძიება მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: ორგანული სოფლის მეურნეობა, აგროეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, აგრარული ბიომრავალფეროვნება და ბიომეფუტკრეობა.