2010 წლის 9 ივნისს, ქ. რიგაში გაიმართა " სოფლის ტურიზმის საერთაშორისო
სამუშაო შეხვედრა", რომელიც ორგანიზებული იყო ლატვიის სოფლის ტურიზმის
ასოციაციისა და ევროჟიტეს (ევროპის სოფლისა და ფერმერული ტურიზმის
ფედერაცია) მიერ. სამუშაო შეხვედრა ეხებოდა ადგილობრივ დონეზე მიღებულ
პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და ინიციატივებს სამ ძირითად საკითხთან
მიმართებით: სიტუაცია-ინოვაცია-ადგილობრივი ღირებულებები.