ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია„ელკანამ“ პროექტის - „კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება და ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში, 31 ივლისს, ჩაატარა ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ წნისში „ელკანას“ წევრი ფერმერის - ვალიდა გაჩეჩილაძის მეურნეობაში. ღონისძიება მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: ორგანული სოფლის მეურნეობა, აგროეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, აგრარული ბიომრავალფეროვნება და პარკოსანი კულტურების მოვლა-მოყვანა.