2024 წლის 31 ივლისს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია„ელკანამ“ პროექტის - „კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება და ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში, ჩაატარა ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ წნისში „ელკანას“ წევრი ფერმერის გიორგი ლომიძის მეურნეობაში. ღონისძიება მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: ორგანული სოფლის მეურნეობა, აგროეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, აგრარული ბიომრავალფეროვნება და ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანა.