მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩეხეთის რესპუბლიკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორობის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“

2024 წლის 19 ნოემბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ წნისში, ესტუმრნენ ჩეხეთის რესპუბლიკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორობის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები.  მათ დაათვალიერეს „მარცვლეულის კიდობანი“ და გაეცნენ ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობას. ნახეს თესლეულის ბიბლიოთეკა, რომელიც „მარცვლეულის კიდობანში“ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ფარგლებში მოეწყო, პროექტი ჩეხურ ორგანიზაცია Seminkovna-სთან ერთად განხორციელდა. მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები გაეცნენ „თესლეულის ბიბლიოთეკების“ პროექტის ფარგლებში „ელკანას“ მიერ განხორციელებულ საქმიანობებს.