2024 წლის 20 ივნისს, ქორთიარდ მარიოტი თბილისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და შვეიცარიული ორგანიზაცია ჰექს-ეპერის სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „საქართველოს მცირე ფერმერთა ჯგუფების მიერ წარმოებული ორგანული და ფეართრეიდ თხილის საბაზრო შესაძლებლობები“. კონფერენცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ და ჰექს-ეპერის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ გახსნეს. აზიის პროგრამის ხელმძღვანელმა, მარ ზოსმა დისტანციურად მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენცია წარმოადგენდა შვეიცარიული ორგანიზაცია ჰექს-ეპერისა (HEKS-EPER) და დანიის განვითარების სააგენტო დანიდას (DANIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში" შემაჯამებელ ღონისძიებას. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა:
კონფერენციას ესწრებოდა სამოცზე მეტი მონაწილე - საერთაშორისო, სამოქალაქო და სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ორგანული მეურნეობები, ბიო საშუალებების მწარმოებელი კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენციის პარალელურად გაიმართა ბიო საშუალებების გამოფენა.