მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სამუშაო შეხვედრა თემაზე "საოჯახო სასტუმროების სერთიფიცირება"
სამუშაო შეხვედრა თემაზე "საოჯახო სასტუმროების სერთიფიცირება" ჩატარდა ელკანას ოფისში, თბილისში, შვეიცარელი ექსპერტის მარკუს ლუთისა და ელკანას ტურიზმის განყოფილების თანამშრომლების მიერ. შეხვედრას დაესწრო ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტურისტული ასოციაციებისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოში სასტუმროების სერთიფიცირების საჭიროება, სასტუმრო სახლების ბაზრის სერტიფიცირებისათვის მზადყოფნა, 

სერთიფიცირების სისტემის აწყობა და სხვა. წარმოჩნდა რიგი თემები და საკითხები რაც გასათვალისწინებელია სერთიფიცირების პროცესის დროს. დაიგეგმა სემინარის შედეგად შემუშავებული პირველადი სამუშაო დოკუმენტების დახვეწა, რაზეც იმუშავებენ ელკანას შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტები. ხოლო შემუშავებული დოკუმენტაცია სემინარის მონაწილეებს განსახილველად სექტემბრის მეორე ნახევარში გადაეგზავნებათ. საოჯახო სასტუმროების სტანდარტიზაცია შემუშავებული დოკუმენტაციისა და შეთანხმებული პროცედურების მიხედვით იგეგმება წლის ბოლოსათვის. სამუშაო შეხვედრის დეტალური პროგრამა და ანაგარიში იხილეთ ვებ გვერდზე www.ruraltourism.ge