მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

გამგეობა

ია თაბაგარი

ია თაბაგარი დაიბადა თბილისში, მეცნირებისა და ექიმების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რის შემდეგ, დაასრულა ასპირანტურის  კურსი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.

1997 წლიდან იამ სხვა ენთუზიასტებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ტურ-ოპერატორული საქმიანობის გარდა, მონაწილეობდა ტურიზმის  კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ მრავალ პროექტში მსოფლიო ბანკთან, USAID-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა არაერთი ტურისტული პროდუქტი, მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტი, რომელთაგან გამოირჩევა Travel Channel-ის, ARTE TV-ის, BBC-სა და Discovery Channel-თვის გადაღებული ფილმები საქართველოს კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის დაყენების ტრადიციების, ეთნოგრაფიული ყოფისა და ბუნების ამსახველი კადრებით. ამასთანავე ია თაბაგარი მრავალი პუბლიკაციის, სალექციო კურსისა და ტურიზმის სასწავლო პროგრამის ავტორია.

2007 წლიდან ია თაბაგარი საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარეა. ის ამავდროულად 2 კომპანიის თანადამფუძნებელია, რომელთაგან ერთი გასტრონომიისა, ღვინის ტურიზმისა და ღონისძიებების მართვის კომპანიაა, ხოლო მეორე ფილმების წარმოების კომპანიაა. პარტნიორებთან ერთად ია ფლობს აგრო-ტურისტულ ობიექტს კახეთში, რომელიც უმოკლეს დროში ამუშავდა და სამომავლო განვითარებისთვის მფლობელებს მრავალი გეგმა აქვთ განსახორციელებელი.