მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი თემაზე "ფრინველებზე დაკვირვება"

მიმდინარე წლის 17-19 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ფრინველებზე დაკვირვება". ტრენინგები ჩატარდა ჯავახეთში მიმდინარე პროექტის " ტურიზმის განვითარება ჯავახეთის ნაციონალური პარკის დამხმარე ზონაში" ფარგლებში. ჯავახეთის ეროვნული პარკის დაარსება ფინანსდება KFW (Kreditanstalt für Wiederaufbau)- ის მიერ და ხოლო აღნიშნული პროექტი ხორციელდება  WWF Germany და WWF Caucasus-ის,დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" თანამშრომლობის მეშვეობით. 

ტრენინგის განმავლობაში პროექტის ბენეფიციარები გაეცნენ დაცული ტერიტორიებზე მუშაობის სპეციფიკას, ეკოლოგიური ტურიზმის პრინციპებს, შეისწავლეს რეგიონში არსებული ფრინველების სახეობები, ტურის ორგანიზების მეთოდები. ასევე, საველე ტრენინგების განმავლობაში გაიარეს ტურისტებისათვის საინტერესო მარშრუტები,  ყველაზე ოპტიმალური ტერიტორიები და წერტილები.