ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქალაქ ახალციხეში გეგმავს ტრენინგების ჩატარებას თემაზე „ბიომებოსტნეობა და ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება საოჯახო მეურნეობაში“.
ტრენინგები ჩატარდება bp Georgia-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ფერმაზე რეინტროდუქცია საქართველოში“ ფარგლებში.
ტრენინგს გაუძღვება „ელკანას“ მრჩეველი ნუკრი მემარნიშვილი. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მეურნეობისთვის შეარჩიონ ბოსტნეულისა და პარკოსანი კულტურების თესლი, რომელიც “ელკანამ“ პროექტის ფარგლებში გაამრავლა. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ხუთი სხვადასხვა კულტურის თესლის პაკეტი.
ტრენინგები გაიმართება 26-28 მარტს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისში. მისამართი: შალვა ახალციხელის 9.
დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საინფორმაციო შეხვედრებზე:
ადგილები შეზღუდულია. ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისის კოორდინატორს, თეა ჩიტაძეს - ტელ. 599 253953 ან ონლაინ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - https://forms.gle/b9WKQhhWt9qtEAQn9
|
|
დრო |
თემატიკა |
1000-1030 |
ბოსტნეული კულტურები, მათი კლასიფიკაცია და მებოსტნეობის დარგი
|
1030-1130 |
ცოცხალი ნიადაგი, ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, მცენარის სტრესი და გამოკვება, მცენარეული სასუქების მომზადება და გამოყენება |
1130-1145 |
ჩაი/ყავა |
1145-1230 |
ბიომეურნეობის მეთოდების გამოყენება მებოსტნეობაში - თესლბრუნვა, მულჩირება, შერეული ნათესი, ალელოპატია |
1230-1300 |
მცენარეთა დაცვის მეთოდები და საშუალებები ბიობოსტნეულის წარმოებისას |
1300-1345 |
სადილი |
1345-1430 |
|
1430-1530 |
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება ოჯახურ მეურნეობაში |
1530-1600 |
შეჯამება/დისკუსია |