სიახლეები

ტრენინგი „ბიომებოსტნეობა და ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება საოჯახო მეურნეობაში“

 

 

   

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქალაქ ახალციხეში გეგმავს ტრენინგების ჩატარებას თემაზე „ბიომებოსტნეობა და  ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება საოჯახო მეურნეობაში“.

ტრენინგები ჩატარდება bp Georgia-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ფერმაზე რეინტროდუქცია საქართველოში“ ფარგლებში.

ტრენინგს გაუძღვება „ელკანას“ მრჩეველი ნუკრი მემარნიშვილი. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მეურნეობისთვის შეარჩიონ ბოსტნეულისა და პარკოსანი კულტურების თესლი, რომელიც ელკანამ“ პროექტის ფარგლებში გაამრავლა. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ხუთი სხვადასხვა კულტურის თესლის პაკეტი.

ტრენინგები გაიმართება 10-11 აპრილს  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისში. მისამართი: შალვა ახალციხელის 9.

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საინფორმაციო შეხვედრებზე:

  • სოფელი ღრელი -  2 აპრილი, 13:00, სოფლის ცენტრი, სურსათის მაღაზიასთან
  • სოფელი ზიკილია - 2 აპრილი, 15:00, სოფლის ცენტრი, სურსათის მაღაზიასთან

ადგილები შეზღუდულია. ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისის კოორდინატორს, თეა ჩიტაძეს - ტელ. 599 253953 ან ონლაინ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - https://forms.gle/b9WKQhhWt9qtEAQn9


 

დრო

თემატიკა

1000-1030

ბოსტნეული კულტურები, მათი კლასიფიკაცია და მებოსტნეობის დარგი

 

1030-1130

ცოცხალი ნიადაგი, ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, მცენარის სტრესი და გამოკვება, მცენარეული სასუქების მომზადება და გამოყენება

1130-1145

ჩაი/ყავა

1145-1230

ბიომეურნეობის მეთოდების გამოყენება მებოსტნეობაში - თესლბრუნვა, მულჩირება, შერეული ნათესი, ალელოპატია

1230-1300

 მცენარეთა დაცვის მეთოდები და საშუალებები ბიობოსტნეულის წარმოებისას

1300-1345

სადილი

1345-1430

  • მეთესლეობის არსი და მიზანი
  • ჯიში, ჰიბრიდი, გმო
  • თესლის მომზადება დასათესად
  • სუბსტრატის მომზადება, ჩითილის გამოზრდა

1430-1530

 ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება ოჯახურ მეურნეობაში

1530-1600

 შეჯამება/დისკუსია