რა უპირატესობა აქვს „ელკანას“ წევრობას?
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია / ფერმერთა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა და მათ მხარდამჭერთა გაერთიანებაა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა.
„ელკანას“ საქმიანობის ძირითადი სფეროებია:
თავისი საქმიანობის განმავლობაში „ელკანა“ პირველი იყო ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციის, ფერმერთა უფლებების დაცვისა და ყველა მათთან დაკავშირებული საკითხების წამოწევას ცდილობდა როგორც წევრების, ისე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების წინაშე.
„ელკანას“ წევრი მონაწილეობს საქართველოს სოფლის აგროეკოლოგიური განვითარების მოძრაობაში და მხარს უჭერს ასოციაციის მისიის მიღწევას - ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას აგროეკოლოგიის, სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის აქტივობის გაზრდის გზით.
„ელკანას“ წევრობით, თქვენ:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი შეიძლება გახდეს სრულწლოვანი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მეურნეობა, საწარმო, სოფლის ტურიზმის ობიექტი), რომელიც იზიარებს ასოციაციის მისიას და მზადაა გადავიდეს ბიო/აგროეკოლოგიურ წარმოებაზე ან სურს, მხარი დაუჭიროს ასოციაციის მიზნების მიღწევას/საქმიანობას.
„ელკანას“ წევრი შეიძლება იყოს:
ასოციაციაში წევრად მიღების, წევრობის შეწყვეტისა და წევრის სტატუსის განსაზღვრის საკითხს წყვეტს ასოციაციის გამგეობა
ა) ფლობს ბიოსერტიფიკატს და/ან „ელკანას“ ხარისხის ნიშანს;
ბ) თუ ასოცირებული წევრობისას დადგენილი წესით იხდიდა საწევრო გადასახადს;
ასოციაციის ნამდვილი წევრი მონაწილეობს ასოციაციის მართვაში, კერძოდ, ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული წესით, მას შეუძლია:
ასოციაცია „ელკანას“ წევრი ვალდებულია:
წევრობის მსურველ პირს შეუძლია „ელკანას“ ოფისში უფასოდ გაიაროს წინასწარი კონსულტაცია, სადაც მას აუხსნიან მისი მეურნეობის/საწარმოს/ტურიზმის ობიექტის აგროეკოლოგიის პრინციპებზე გადასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და მიაწვდიან ზოგად ინფორმაციას:
მეურნეობის/წარმოების/ტურისტული ობიექტის მფლობელის ასოციაციის წევრობის შესახებ განცხადებას იბარებს ის მრჩეველი, რომელიც შემდგომში განისაზღვრება, როგორც წევრის პირველად/ყოველწლიურ ვიზიტზე და მომსახურების მიწოდებაზე პასუხისმგებელი (ძირითადი) დარგობრივი მრჩეველი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ასოციაციის წევრის უფლებამოსილება იწყება იმ დღიდან, როცა წევრობის მსურველის განცხადებას გამგეობა დაამტკიცებს. თუმცა მას ასოციაციაში განცხადების შემოტანისა და საწევრო გადასახადის გადახდის დღიდან აქვს უფლება მიიღოს წევრისათვის გათვალისწინებული მომსახურება.
ასოციაციის ნამდვილი წევრობის მსურველი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, კალენდარული წლის 1 იანვრიდან მარტის ბოლომდე ასოციაციის ადმინისტრაციას წარუდგენს:
„ელკანას“ საწევრო გადასახადი შეადგენს 100 (ასი) ლარს წელიწადში, ხოლო იმ ნამდვილი წევრების საწევრო გადასახადი, რომლებიც „იდეურ მხარდამჭერებს“ წარმოადგენენ, შეადგენს 200 (ორასი) ლარს წელიწადში.
ამასთან, წევრები, რომლებიც ფლობენ „ელკანას“ ხარისხის ნიშანს, ყოველწლიურად, საწევრო გადასახადთან ერთად იხდიან ხარისხის ნიშნის მინიჭების საფასურს - 80 (ოთხმოცი) ლარს.
საწევრო გადასახადისაგან თავისუფლდებიან ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები.
საწევრო გადასახადი უნდა დაიფაროს ყოველი წლის მარტის ბოლომდე (2025 წელს, საგამონაკლისო წესით, აპრილის ბოლომდე), ასოციაციის შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით/გადარიცხვით ან ასოციაციის ცენტრალურ ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით, სალაროს შემოსავლის ორდერის გაფორმებით.
საწევროს გადახდა ხდება შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE84TB7392636080100001
მიმღების სახელი: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
დანიშნულება: ---------------------- /თქვენი სახელი, გვარი/ 202- წლის საწევრო გადასახადი
პირველ საწევრო გადასახადს წევრობის კანდიდატი იხდის გაწევრიანების შესახებ განცხადების წარდგენის პარალელურად. ამ დროს მოქმედებს შემდეგი საგამონაკლისო წესი:
იმ წევრს, რომელიც არ გადაიხდის კუთვნილ საწევრო გადასახადს ყოველი კალენდარული წლის მარტის ბოლომდე, ავტომატურად უჩერდება წევრობა და მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება.
თუ წევრმა მაისის ბოლომდეც არ დაფარა საწევრო დავალიანება, საწევრო გადასახადის დაფარვით წევრობის და, შესაბამისად, მომსახურების აღდგენა შესაძლებელია იქნება: ა) 1 ივლისიდან, მიმდინარე წლის საწევრო გადასახადის სრულად გადახდით; ბ) მომდევნო კალენდარული წლის იანვრიდან, ზემოთ აღწერილი საერთო წესით, წლიური საწევრო გადასახადის დაფარვით.
ზედიზედ ორი წლის განმავლობაში საწევრო გადასახადის გადაუხდელობა წევრობის შეწყვეტის საფუძველია.
„ელკანას“ საკონსერვაციო საქმიანობის ფარგლებში გამრავლებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და შინაური ცხოველების ძველი ქართული ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი/აბორიგენული ჯიშების:
წევრისათვის საწევრო მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი პირველადი საკონტაქტო პირია მისი ძირითადი მრჩეველი, რომელსაც წევრი ირჩევს გაწევრიანების განაცხადში, მისი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
წევრობის სტატუსთან, საწევრო გადასახადთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ასოციაციის ადმინისტრაციას.
ამასთან, წევრობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და/ან ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ასოციაციის გამგეობაში ან უკუკავშირის ფორმით ეცნობოს ასოციაციის მენეჯმენტს.
ასოციაციის სახელზე შეტყობინების გაგზავნად ითვლება წევრის ან მისი ძირითადი (პასუხისმგებელი) მრჩევლის მიერ მისამართზე administration@elkana.org.ge ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნა წევრობასთან ან/და საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.