ელკანას წევრობა
კითხვები და პასუხები „ელკანას“ წევრობის შესახებ

რა უპირატესობა აქვს „ელკანას“ წევრობას?

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია / ფერმერთა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა და მათ მხარდამჭერთა გაერთიანებაა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა.

„ელკანას“ საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

აგროეკოლოგიისა და ბიომეურნეობების / ბიოწარმოების განვითარება;
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა;
სოფლის მდგრადი განვითარებისა და სოფლის ტურიზმის ხელშეწყობა.
თავისი საქმიანობის განმავლობაში „ელკანა“ პირველი იყო ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციის, ფერმერთა უფლებების დაცვისა და ყველა მათთან დაკავშირებული საკითხების წამოწევას ცდილობდა როგორც წევრების, ისე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების წინაშე.

„ელკანას“ წევრი მონაწილეობს საქართველოს სოფლის აგროეკოლოგიური განვითარების მოძრაობაში და მხარს უჭერს ასოციაციის მისიის მიღწევას - ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას აგროეკოლოგიის, სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის აქტივობის გაზრდის გზით.

„ელკანას“ წევრობით, თქვენ:

ხდებით საქართველოს აგროეკოლოგიური მოძრაობის წევრი
გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ ასოციაციის საწევრო მომსახურებით (იხ. - საწევრო მომსახურების პაკეტი ).
გაიგე მეტი „ელკანას“ წევრობის შესახებ ↓