წევრობა

საწევრო მომსახურების პაკეტი

„ელკანას“ წევრს აქვს უფლება ისარგებლოს ასოციაციის საწევრო მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული შემდეგი სერვისებით:

  1. უფასო პირველად კონსულტაცია:
  • ბიოწარმოების სტანდარტების გაცნობა და/ან აგროტურიზმის სტანდარტის გაცნობა;
  • ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება;
  • ჩანაწერების რვეულის გადაცემა და მისი შევსების პრინციპის ახსნა;
  • კონვერსიის გეგმის შევსება / აგროტურისტული ობიექტის პირველადი ინსპექტირების ფორმის შევსება.
  1. წელიწადში ერთი ძირითადი კონსულტანტის უფასო საკონსულტაციო ვიზიტი მეურნეობაში/საწარმოში/ტურისტულ ობიექტზე.
  2. წლის განმავლობაში ძირითადი ან დამატებით შერჩეული მაქსიმუმ 2 დარგის კონსულტანტის დამატებითი ვიზიტი მეურნეობაში/საწარმოში/ტურისტულ ობიექტზე, წევრის მიერ კონსულტანტის მგზავრობის, სასტუმროს და კვების  ხარჯების დაფარვით.
  3. უფასო დარგობრივი კონსულტაცია „ელკანას“ ოფისში წელიწადში 2-ჯერ.
  4. უფასო დარგობრივი კონსულტაცია ტელეფონის, ელ.ფოსტისა და სოც. ქსელების საშუალებით მოთხოვნისამებრ.
  5. ,,ელკანას“, ორგანიზებულ ღონისძიებებზე (ფერმერის დღე, თემატური სემინარი, ფესტივალები და სხვ.) დასწრების შესაძლებლობა და რჩევის ფურცლების მიწოდება უფასოდ.
  6. "ელკანას" აგრარული ბიომრავალფეროვნების პროგრამაში მონაწილეობის უფლება
  7. „ელკანას“ მცირე საგრანტო კომპონენტში მონაწილეობის უფლება, „ელკანას“ ხარისხის ნიშნის მქონე და/ან აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კომპონენტში ჩართული წევრებისათვის.
  8. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობებსა და მარკეტინგულ ჯაჭვებში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოში და საზღვარგარეთ, მხოლოდ ბიოსერტიფიცირებული და/ან "ელკანას" ხარისხის ნიშნის მქონე წევრებისთვის.
  9. "ელკანას" აგროეკოლოგიური ნიშნის / საოჯახო სასტუმროების ნიშნის მინიჭება, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  10. 30%-იანი ფასდაკლება „ელკანას“ მიერ ორგანიზებულ ფასიან ტრენინგებზე მონაწილეობისას.
  11. 50%-იან ფასდაკლება „ელკანას“ მიერ გამოცემულ ბროშურებსა და წიგნებზე.
  12. შეღავათები "ელკანას" სხვა ფასიან მომსახურებებზე:
  • საკრედიტო განაცხადის, მარკეტინგული გეგმის, ბიზნესგეგმის ან საგრანტო განაცხადის მომზადება;
  • კონვერსიის გეგმის შედგენა მასერტიფიცირებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად;
  • ხარისხის ნიშნის სისტემის დანერგვა ფერმერთა ჯგუფებში (ბიოსერტიფიცირება, გეოგრაფიული აღნიშვნები, სამართლიანი ვაჭრობა და სხვ.).