სიახლეები
საველე-პრაქტიკული ტრენინგი „საგაზაფხულო აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება ხილკენკროვან კულტურების ბაღში“

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ პროექტის - „ორგანული სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში, 4 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში ჩაატარა საველე-პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „საგაზაფხულო აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება ხილკენკროვან კულტურების ბაღში“. ტრენინგს უძღვებოდა „ელკანას“ მეხილეობის კონსულტანტი - ლალი გოგინავა. ესწრებოდნენ ფერმერები სოფელ მუსხიდან.