"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4" ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და დასავლეთის მიმართულების  საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) დასახლებებს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და კეთილდღეობის ამაღლების მეშვეობით მცირე, საშუალო და აგრობიზნესის განვითარების გზით.

პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", რომელიც აცხადებს

კონკურსს

სამეწარმეო მიზნების მისაღწევი მიზნობრივი დაფინანსების მოსაპოვებლად დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მაცხოვრებლებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და მოტივაცია საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, გარდა:

  • 18 წლამდე ასაკის პირებისა;
  • პირებისა, რომლებიც არ ცხოვრობენ ან/და არ არიან რეგისტრირებული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის სამიზნე სოფლებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში;
  • პირებისა, რომლებიც ირიცხებიან მოვალეთა რეესტრში, თუ ისინი არ მოიხსნებიან მოვალეთა რეესტრის რეგისტრაციიდან;
  • სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისა;
  • მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის წინა ფაზაში დაფინანსებული მეწარმეებისა, რომელთა დაფინანსების დღიდან გასულია 5 წელიწადზე ნაკლები;
  • მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის ბენეფიციარებისა, რომელთაც ორჯერ აქვთ მიღებული დაფინანსება პროექტის ფარგლებში;
  • იურიდიული პირების, ამხანაგობებისა და გაერთიანებებისა.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი.  

დეტალური ინფორმაციისა და  განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ ან შეავსეთ ონლაინ-განაცხადი  ბმულზე:  https://forms.gle/UFgTKX8UZkHN4ttq5