ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანი
ნდობა და პასუხისმგებლობა!

ასოციაციის წევრი მეურნეების პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით,  „ელკანამ“ შეიმუშავა ხარისხის კონტროლის შიდა სისტემა, რომლის საფუძველზეც მისი წევრის მეურნეობაში წარმოებულ პროდუქციას ენიჭება „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშანი -  „ელკანას” ლოგოს სარეალიზაციო პროდუქციაზე განთავსების უფლება.

„ელკანა“ ნიშნის ფლობის მსურველ წევრებს აგროეკოლოგიურ ნიშანს ანიჭებს  შიდა კონტროლის სისტემის ფარგლებში მეურნეობის ყოველწლიური ინსპექტირების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სანდოობას.  ხარისხის ეს კერძო ნიშანი:

  • საშუალებას აძლევს მეურნეს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქცია ბაზარზე და მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა.
  • ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, რომ პროდუქტი მოყვანილია გმო-ს, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვით.

„ელკანას“ ნიშანდება არ ანაცვლებს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემულ ბიოსერტიფიკატს. აგროეკოლოგიური  ნიშანი ადასტურებს, რომ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა აგროეკოლოგიურ პრინციპებსა და ბიომეთოდებს ეფუძნება.


მოთხოვნები “ელკანას“ აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის და „ელკანას“ ხარისხის მართვის სახელმძღვანელო  იხ.