სიახლეები
შემეცნებითი ტურები კოდისა და შაუმიანის დავნილათა ჩასახლებების სკოლის მოსწავლეებისთვის

24-25 ოქტომბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ (GIP-T) პროექტის ფარგლებში - „სოლატიუმ - სამართლიანობისა და კეთილდღეობისათვისს“ გამართა შემეცნებითი ტურები სამცხე-ჯავახეთში კოდის და შაუმიანის დევნილთა ასახლებებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ტურები მოიცავდა:

  • მასტერ კლასებახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში – მესხური პურის, ხაჭაპურისა და ქადის ცხობას, ტენილი ყველის მომზადებასა და აპოღტის ხინკლის კეთებას;
  • ექსკურსიას ქალაქ ახალციხის რაბათის კომპლექსში;
  • სასწავლო ვიზიტს „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში „მარცვლეულის კიდობანი“, სადაც მონაწილეებმა მოისმინეს მოსწავლეები გაეცვნენ აგრარული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას, ბიოწარმოებისა და აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობის საფუძვლებს და დაათავალიერეს  მეურნეობაში არსებული ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების კოლექციები.

ტურებში მონაწილეობა მიიღო მე-8-11 კლასის 32-მა მოსწავლემ კოდისა და შაუმიანის დევნილთა დასახლებებიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურები სასიამოვნოდ დაამახსოვრდებათ მონაწილეებს და ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, საქართველოს კულინარიული და ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობისა და აგროეკოლოგიის შესახებ.