2014 წლის 5 თებერვალს, ქ. ახალქალაქში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოფისში ჩატარდა ტრენინგი ,,მარკეტინგი და გაყიდვები“ პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა მონაწილეებისათვის მარკეტინგის ძირითადი ცნებების, SWOT ანალიზის, ბაზრის და მიზნობრივი მომხმარებლისა და პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგიის შესახებ სწავლებას.
პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ანხორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობით.