2025 წელს ასოციაცია „ელკანას“ ნამდვილმა წევრმა ბიომეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათმა“ წარმატებით გაართვა თავი წევრ ფერმერთა შიდა კონტროლის სისტემის მართვას და წელს უკვე დამოუკიდებლად შეძლო EU Organic და Fair Trade (FLO) სერტიფიკატების აღება. „კავკასნათი“ პირველი ასოციაციაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ორივე სერტიფიკატს ფლობს.
ასოციაციას ამჟამად 328 Fair Trade (FLO) სერტიფიკატებული წევრი ყავს, რომლებიც 550 ჰა თხილის პლანტაციებს ფლობენ და 800 ტონამდე გაუტეხავ თხილს აწარმოებენ. მათ შორის ევროკავშირის რეგულაციების თანახმად ბიოსერტიფირებულია 238 ფერმერი / 370 ჰა, ხოლო სერტიფირებული პროდუქციის რაოდენობა 500 ტონა გაუტეხავ თხილს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „კავკასნათი“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორციელებული პროექტის „ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში" ფარგლებში დაარსდა შვეიცარიული ორგანიზაცია ჰექს-ეპერისა (HEKS-EPER) და დანიის განვითარების სააგენტოს (DANIDA) ფინანსური მხადაჭერით.
ასოციაცია „კავკასნათი“ წარმატებით თანამშრომლობს იმავე პროექტის ბიზნესპარტნიორ შპს „პაკკა ჯორჯიასთან“, რომელსაც სერტიფიცრებული ქართული თხილი ექსპრტზე გააქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36%-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასეთი ზრდის ძირითადი მიზეზი თურქეთსა და იტალიაში თხილის ცუდი მოსავალია.
