მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი გიდებისათვის
2014 წლის 1-2 მარტს, ქ. ახალქალაქში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოფისში ჩატარდა ტრენინგი ,,ვიზიტორთა მომსახურება ტურისტული გიდების მიერ“ პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა გიდების მიერ ვიზიტორთა მომსახურების ძირითადი პრინციპების, საინტერესო ტურის პროგრამის მომზადებისა და მისი სათანადოდ გაძღოლისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორების, ვიზიტორთა ინტერესების გათვალსწინებით დამატებითი მომსახურების შეთავაზების,  ასევე ტურისტული პაკეტისა და მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ სწავლებას. 
პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ანხორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)  თანამშრომლობით.