2026 წლის 2 ივლისს, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში, ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, the Associated Press-ის წარმომადგენელი, ბრიტანელი ჟურნალისტი ფოფი ასქჰემი ეწვია. მან გადაიღო მეურნეობაში არსებული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნათესების ვიდეო კადრები. ხოლო 3 ივლისს „ელკანას“ თბილისის ოფისში ჩაწერა ინტერვიუ ორგანიზაციის დირექტორთან, მარიამ ჯორჯაძესთან. გადაღებული ვიდეო მასალა გამოყენებული იქნება სიუჟეტში, რომელიც მზადდება საქართველოში ხორბლისა და სასურსათო სუვერენიტეტის თემაზე.
