2026 წლის 4 აგვისტოს, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში ეწვია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გუნდი, პროექტის ექსპერტ ზურაბ შევარდნაძესთან ერთად. ვიზიტის მიზანი იყო „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობის საქმიანობის და არსებული ძირითადი გამოწვევების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, ხილკენკროვან კულტურების კონსულტანტმა ლალი გოგინავამ და ორგანიზაციის ადგილობრივმა თანამშრომლებმა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გუნდის წარმომადგენლებს გააცნეს „ელკანას“ საქმიანობა, დაათვალიერებინეს „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობა, აჩვენეს ადგილობრივი ბოსტნეულის, პარკოსანი კულტურების, ღომის, სელის ნათესები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, სამკურნალო მცენარეების ნაკვეთები, და გაუზიარეს აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიზნით ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილება.
ვიზიტი შედგა ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის BIOSUSTAIN-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტთან (ბულგარეთი) და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.

