2010 წლის ეკო-პროექტების დაჯილდოებას 2010 წლის 29 იანვარს კომპანია BP
–ისა და მისი პარტნიორების სახელით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის
მოწვევით ელკანამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაზე რომელიც მიეძღვნა 2010
წლის ეკო-პროექტების დაჯილდოებას. ცერემონიაზე დასახელდნენ ეკო-პროგრამის
საგრანტო პროექტში გამარჯვებულები. ასევე წარმოდგენილი იქნა 2009 წლის
კონკურსში გამარჯვებული პროექტების შედეგები.
ელკანა არის ეკო გრანტების 2009 წლის კონკურსში გამარჯვებული ერთ ერთი
ორგანიზაცია და ივნისიდან ახორციელებს პროექტს - ახალციხის (მესხური)
წითელი დოლის პურის აღორძინება და მდგრადი გამოყენება ეფექტური
მარკეტინგული ქსელის აწყობის გზით.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ჯიშების მდგრადი გამოყენების დანერგვის გზით
ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთის გარემოზე ინტენსიური სოფლის მეურნეობის
უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების
შენარჩუნებას.
ღონისძიებაზე ელკანამ მოაწყო ახალციხის ახალციხის (მესხური) წითელი დოლის
ხორბლისგან გამომცხვარი პურის დეგუსტაცია. ძველი ქართული ჯიშის ხორბლისგან
გამომცხვარმა პურმა მოწონება დაიმსახურა.