მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

DCFTA-ს გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობასა და კვების სექტორზე

2014 წლის 27 ივნისს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ გამართა დისკუსია, რომლის თემაც იყო „DC FTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

დისკუსია მიეძღვნა  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების“ ხელმოწერას.

DC FTA, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვან ნაწილს, ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროპულ სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას, გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას, ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას (http://www.eu-nato.gov.ge/ge/news/5534 ).

„ელკანას“ სასურსათო უსაფრთხოების პროექტის გუნდი, გაეცნო DC FTA-ს  დოკუმენტებს და შეეცადა  გაეკეთებინა სოფლის მეურნეობასა და კვების სექტორზე  აღნიშნული შეთანხმების გავლენის ანალიზი.

დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები DC FTA-სა და მასთან დაკავშირებულ სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე.

„ასოცირების შეთანხმებასა“ და DC FTA-ს შესახებ შეხვედრების გამართვას „ელკანა“ მომავალშიც გეგმავს.